17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

2824
17 ოქტომბერი 2025 21:55
23
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა.

ვეტერანის დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომლის საფუძველზეც შემდგომში დაწესდა ვეტერანის დღე.

მილოცვა და მადლიერების სიტყვები სოციალურ ქსელში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გაავრცელა.

„ქართველ ვეტერანებს ვულოცავთ პროფესიულ დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და უფლის წყალობას! განუზომდლია ქართველ ვეტერანთა წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დღემდე მოიტანეს ჩვენი ქვეყანა და კვლავაც გაუტეხელია მათი სულისკვეთება. საქართველოს სიყვარულში მუდამ წინ უძღოდეთ წმინდა დიდმოწამე გიორგი!“ — ნათქვამია მთავარეპისკოპოსი იაკობის მილოცვაში.

ინფორმაციასა და მილოცვას „ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი / Archbishop of Bodbe Jakob“-ის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ