იუმორი

საეკლესიო მაღაზიაში შედის ახალგაზრდა გოგონა და კითხულობს:

მამაო, თქვენთან ყველა ხატი კურთხეულია?
ყველა, – პასუხობს მამა იუსტინი.
მე მჭირდება სილამაზის დედოფლის ხატი.
აი ეს არის!
გოგონა იღებს ხატს, იხუტებს და ამბობს:
ოი, რა სილამაზეა!
ატირდება და გადის გარეთ.
მამაო იუსტინ, რომელი ხატი მიეცით მას თქვენ?
როგორიც სჭირდებოდა ისეთი მივეცი. ,,ჭკუის მოსამატებელი ჰქვია’’. ამ დროს მამაო იუსტინის თვალები სიყვარულს და სიკეთეს ახსივებდნენ.

გიყვარდეთ თქვენი მტრები, ისინი თქვენი ყველაზე ერთგული ქომაგები არიან.

სოფლის ეკლესიაში შემთხვევით დაკრძალვა და ჯვრისწერა ერთდროულად დანიშნეს..
-რა ვქნათ მამაო? – ჰკითხეს მამაოს.
– ვფიქრობ, ჯვრისწერით უნდა დავიწყოთ. მეეჭვება მიცვალებულმა გადაიფიქროს.

ყველაზე მოკლე აღსარება:

– მამაო მე 5 და 9...

– კარგი, მაშინ 50 და 90...

მღვდელმა ერთხელ დიდგვაროვან ოჯახში ისადილა. სადილის შემდეგ, როცა მღვდელი უკვე წასული იყო, დიასახლისმა მეუღლეს უთხრა:

- "მგონი მან ჩვენი კოვზი ხელს გააყოლა".

ქალს ეს საკითხი მთელი წელი გულს უღღრნიდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი ისევ ეწვია მათ სადილზე. დიასახლისმა ვერ მოითმინა და მას ჰკითხა:

- " თქვენ მოიპარეთ ჩვენი კოვზი"?

მღვდელმა მშვიდად მიუგო:

- " არა, მე ის მხოლოდ თქვენს ბიბლიაში ჩავდე".

მრევლი ეუბნება მღვდლს ზიარების დროს: - მამაო, მე, გუშინ წესებს ვკითხულობდი და ჩაქრა შუქი. იქნებ შემთვის ზიარება არ არის საჭირო?

სულიერი სიმწიფე ნიშნავს იმისა, რომ ამქვეყნად უკვე არავის სჭირდება თქვენი სულიერი რჩევები.