თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

2824
22:21
2
თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ფოტო: თელავის ისტორიული მუზეუმი თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ფოტო: თელავის ისტორიული მუზეუმი

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

2026 წლის 22 სექტემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, ალავერდის ეპარქიის მხარდაჭერით, თელაველი ხატმწერის, მინიატიურისტის, ლითონმქანდაკებლისა და რესტავრატორის, თეიმურაზ ყაზახაშვილის, 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოეწყო.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თეიმურაზ ყაზახაშვილისა და მისი მეუღლის, ნინო სანებლიძის, მიერ ერთობლივად შექმნილი უნიკალური მინიატიურები და საეკლესიო თემატიკის ნამუშევრები, რომლებიც ბიბლიის საილუსტრაციოდ შეიქმნა და 2022 წელს გამომცემლობა „ალილოს“ მიერ გამოიცა.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სასულიერო პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მხატვრის მეგობრები და მოწვეული სტუმრები.

თეიმურაზ ყაზახაშვილის ნამუშევრებს თელავის ისტორიულმა მუზეუმმა პირველად 1991 წელს უმასპინძლა. იმ დროის ექსპოზიციაზე მხატვრის მრავალფეროვანი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მისი ერთ-ერთი ფერწერული ტილო კი ამჟამად მუზეუმის ხელოვნების ფონდში ინახება.

თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რაჭის ახალი მუზეუმი გახსნისთვის ემზადება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ