ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიაზე, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის საჯარო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა 25 სექტემბერს, 16:00 საათზე, ახალგაზრდულ ცენტრში, ხაშურის სამუსიკო სკოლის შენობაში ჩატარდება.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ღვაწლმოსილ მეცნიერებთან ერთად, საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.
ლექცია-მოხსენებებს წაიკითხავენ:
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან მამასახლისი — თემაზე: „ქართული ჰაგიოგრაფია“;
ისტორიის დოქტორი მაკა ჩხაიძე — თემაზე: „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
პროექტის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნოს და გაახსენოს ერისა და კულტურის ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომლებმაც საქართველოს ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
მისამართი:
ახალგაზრდული ცენტრი (ხაშურის სამუსიკო სკოლა).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა გრძელდება.