მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
2026 წლის 22 სექტემბერს, წმინდა და მართალ იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურებას ტაძარში შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე მელქისედეკმა მრევლს ქადაგებით მიმართა, წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და მათ სულიერი სიმტკიცე, მშვიდობა და ღვთის მადლი უსურვა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა ასევე ტაძრის ქტიტორს, ბატონ მამუკა არევაძესა და მის ოჯახს, ტაძრისადმი გაწეული ღვაწლისა და მხარდაჭერისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ნინოობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.