მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

2824
12:27
14
მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა იოანემ ასევე სოფელ ცხუნკურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი აღასრულა.

ღვთისმსახურებებს სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდნენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისში ქართული საეკლესიო და ხალხური მუსიკის კონცერტი ჩატარდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ