თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ამა წლის 22-23 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის აკადემიაში გაიმართა ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების მეექვსე ნაკადის არაფორმალური შეხვედრა.
არაფორმალური შეხვედრა ითვალისწინებდა ლექცია-სემინარებსა და ბატონი შალვა ამონაშვილის პედაგოგიური გამოცდილების, მიდგომებისა და პრინციპების გაზიარებას.
გარდა ამისა ბატონმა შალვამ შეხვედრის მონაწილე სასულიერო პირებს გააცნო აკადემიის ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები.
საუბარი შეეხო ასევე "ღირებულებით განათლებას" და თანამედროვე სკოლის გამოწვევებს, რომელიც "ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელმა სასულიერო პირებმა უნდა დაძლიონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ.