ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წმინდა და მართალთა მშობელთა — იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღევლინა.
22 სექტემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოაკიმე და ანას, ღვტისმშობლის მშობლების ხსენებას. წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიან მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.
ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღასრულა. მსახურებას ასევე ესწრებოდა ათონის წმინდა მთაზე, ქსენოფონტეს მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია).
ღამისთევის მსახურებაში მონაწილეობდნენ ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი. მსახურება ლოცვითი და სულიერი განწყობით წარიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი.