თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
20 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა. მან საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ქვეყნის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი გაიმართა. მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ, საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხოლო ისტორიკოსმა გიორგი ჭეიშვილმა წმინდა ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლექცია წაიკითხა.
ღონისძიების სივრცეში ასევე მოეწყო თემატური გამოფენა, სადაც თეთრიწყაროს ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერიან სუხიტაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიება ეპარქიის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უფლისციხეში ქრისტიანობის 1700 წლისთავი ერთობლივი სადღესასწაულო მსახურებით აღინიშნა.