წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება პოკონოში
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს პოკონოში სამღვდელმთავრო ლიტურგია აღევლინება.
26 სექტემბერს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებული წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე.
წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, პოკონოში სადღესასწაულო სამღვდელმთავრო ლიტურგია აღევლინება.
საღმრთო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის ტრადიციული შეხვედრა-დისკუსია გაიმართება ეპისკოპოს საბასთან.
ეპისკოპოსი საბა არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, რომელიც 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას. იგი არის პირველი სასულიერო პირი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, რომლის ეპისკოპოსად კურთხევაც უშუალოდ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მოხდა.
ღონისძიება 62 Charles St, Ashley, PA 18706, United States-ში ჩატარდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ინდოეთში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის მუსიკალური ფესტივალი „ქეთევანი“ გაიმართა.