ქეთევანობის სადღესასწაულო ღამისთევა ალავერდის საკათედრო ტაძარში გაიმართება

2824
09:46
3
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. ფოტო: ეპარქიის გვერდი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ღამისთევის მსახურებისას მორწმუნეებს დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

26 სექტემბერს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებული წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე.

25 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათზე, ალავერდის საკათედრო ტაძარში ქეთევანობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება დაიწყება.

ღამისთევის მსახურების განმავლობაში ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, რომლის მოლოცვის შესაძლებლობაც მრევლს ექნება.

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ალავერდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დილის 09:00 საათზე დაიწყება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ