სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში, აღდგენილი მე-10 საუკუნის ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრად იკურთხა.
ტაძრის კურთხევას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ფანგანი დაესწრნენ.
ეკლესიის კურთხევის შემდეგ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
სოფელ კლდეისში მდებარე ისტორიული ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ