აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
29 სექტემბერს, აზროვნების აკადემიაში, ლექციათა ციკლის „პიროვნება და მეტამორფოზა“ ფარგლებში, სალონური საუბრები გაიმართება.
შეხვედრის სტუმარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე იქნება. საუბრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“.
შეხვედრა ეძღვნება პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობას ქრისტიანული ხედვის კონტექსტში და იმ პროცესს, რომლის გარეშეც პიროვნული და სულიერი განვითარება სრულფასოვანი ვერ იქნება.
საუბრისას ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკუთარი ბუნების მიღმა განვითარება, მეტამორფოზისა და პიროვნებად ჩამოყალიბების კავშირი, ასევე შინაგანი გარდაქმნის მნიშვნელობა ინდივიდუალიზმისა და ეგოცენტრულობის საზღვრების დასაძლევად.
დასწრების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ წინასწარ. დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაკავშირება ნომერზე: 0322 15 15 40.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თელავში აზროვნების აკადემიის სალონური საუბრები გაიმართა.