ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

2824
12:14
6
წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მაკეტი. ფოტო: წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მაკეტი. ფოტო: წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად ტაძრის არქიტექტურული იერსახე თანდათან იკვეთება. ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა თაღებისა და სარკმლების ფორმები, რაც ტაძრის საბოლოო სახის ჩამოყალიბების პროცესს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.

ტაძრის მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ზუგდიდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სულიერი და საეკლესიო სივრცე შეემატება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა ნიკოლოზის მშენებარე ტაძარში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ