მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
22 სექტემბერს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და ქუთაისის ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მადლობის გამოხატვასა და მათი მრავალწლიანი საგანმანათლებლო საქმიანობის დაფასებას მიეძღვნა.
ცერემონიაზე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.