თბილისის სასულიერო აკადემიაში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო გაიმართება

2824
09 დეკემბერი 2025 11:55
13
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები 9 დეკემბერს, N8 აუდიტორიაში.

9 დეკემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის N8 აუდიტორიაში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამოს გამართავენ. ღონისძიება დიდ ქართველ პოეტს და მის მრავალფეროვან შემოქმედებას ეძღვნება.

პოეზიის საღამო ფილოლოგიის დოქტორის, ქალბატონ თამარ ნუცუბიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ახლებური ინტერპრეტაციებისა და ინტელექტუალური სივრცის შექმნას.

ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა ბეთანიასა და მანგლისში ლექცია-სემინარი გაიარეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ