ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.
1906 წლის 14 (27) სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილმა) ფოთის ცენტრალურ პარკში ახალი საკათედრო ტაძრის საძირკველი აკურთხა.
მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ფოთის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი და მხარდამჭერი იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დიდი მამულიშვილი ნიკო ნიკოლაძე.
ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო მსახურება გაიმართება.
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს.
სადღესასწაულო მსახურებათა განრიგი ასეთია:
26 სექტემბერი
17:00 საათზე — მწუხრის ლოცვა.
27 სექტემბერი
08:30 საათზე — ცისკრის მსახურება;
10:00 საათზე — საღმრთო ლიტურგია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უმასპინძლა.