საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

2824
19:07
7
სამხედრო მოძღვრის დღე საქართველოს თავდაცვის ძალებში. ფოტო: საზუ სამხედრო მოძღვრის დღე საქართველოს თავდაცვის ძალებში. ფოტო: საზუ

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ახალი მთავარი სამხედრო მოძღვრის, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილისა და კაპელანების შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, ყურადღება კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებასა და საქართველოს საპატრიარქოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ამ თემაზე კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
პროექტის ფარგლებში 1 700-მდე მოსწავლემ სამხედრო მომზადების კურსი გაიარა, წელს კი პროგრამას პირველად „საპატრიარქოს საათი“ დაემატა.

შეკრებილ სამხედრო მოძღვრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, გააცნო.

კაპელანებს სიტყვით მიმართა მთავარმა სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. სამხედრო კაპელანის მსახურების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ყოფილ მთავარ კაპელანს, დეკანოზ დავით ლონდარიძეს, მადლობის სიგელი გადაეცა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და უწყების თანამშრომლები დაესწრნენ.

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია დეკანოზებმა დავით ლონდარიძემ და გურამ ჭარელაშვილმა აღასრულეს.

სამხედრო მოძღვრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა ლექცია-სემინარი, რომელზეც სამხედრო მოძღვრებმა კაპელანთა გამოცდილება და მსახურების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „ჯარის ბანაკს“ ახალი საგანი – „ღირებულებითი განათლება“ დაემატა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ