„კრწანისობა-2026“ 300 არაგველის სახელობის სკვერში გაიმართა

2824
12:32
10
"კრწანისობა-2026". ფოტო: The Georgian Times

ღონისძიება კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სავედრებელი პარაკლისით დაიწყო.

ამ თემაზე კრწანისის ტყე-პარკში, მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ადგილზე, პარაკლისი აღევლინა
სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ილოცეს ადგილზე, სადაც ტაძრის აღდგენა იგეგმება.

300 არაგველის სახელობის სკვერში ტრადიციული ღონისძიება „კრწანისობა-2026“ გაიმართა. ღონისძიება კრწანისის ბრძოლას შეწირულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სავედრებელი პარაკლისით დაიწყო, რის შემდეგაც პურისა და ღვინის კურთხევის მსახურება აღესრულა.

ღვთისმსახურება წალკელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია), სხვა სასულიერო პირებთან ერთად, აღასრულა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ ღონისძიების კულტურული ნაწილი გაიმართა, რომელსაც ზვიად დოლიძე უძღვებოდა. სტუმრების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით ანსამბლები „რერო“ და „ედემი“ წარდგნენ.

„კრწანისობა-2026“-ის ფარგლებში მოეწყო ძველი ქართული და კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენაც, სადაც სტუმრებს ექსპონატების დათვალიერებისა და მორგების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები კახა აბულაძე და ირაკლი ბენდელიანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე და მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი პარლამენტში დავით კაჭარავა ესწრებოდნენ.

„კრწანისობა“ კრწანისის ბრძოლის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კრწანისის ტყე-პარკში, მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ადგილზე, პარაკლისი აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ