შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

2824
16:26
2
შაშიანის სამება. ფოტო: ღია წყარო შაშიანის სამება. ფოტო: ღია წყარო

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, სამების სახელობის ბაზილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, VI საუკუნით დათარიღებული ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს.

როგორც ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, ნაგებობები 2024-2025 წლებში, ბაზილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლინდა. მისი ინფორმაციით, საწნახელი და მარანი ტაძრის თანადროულია და VI საუკუნით თარიღდება.

ამ თემაზე გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში მონაზვნად აღკვეცის წესი შესრულდა
მორჩილი ირაკლი ჯანგირაშვილი მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ლაზარე ეწოდა.

საწნახელს ბაზილიკის სამხრეთ ფასადიდან დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით მიაკვლიეს, მიწის სქელი ფენის აღების შემდეგ.

ისტორიკოსის შეფასებით, აღმოჩენილი საწნახელი კახეთის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ქვითკირის საწნახელია. მისი არსებობა მიუთითებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა ადრეულ შუა საუკუნეებში უკვე მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ობიექტებმა შაშიანის სამების სახელობის ბაზილიკისა და მთლიანად რეგიონის ისტორიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ