თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა ბეთანიასა და მანგლისში ლექცია-სემინარი გაიარეს

2824
04 ნოემბერი 2025 14:26
14
 გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარის მონაწილეები ბეთანიასა და მანგლისში. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარის მონაწილეები ბეთანიასა და მანგლისში. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტებმა მოინახულეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი და მანგლისის სიონი.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარი ბეთანიისა და მანგლისის რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ ლოკაციაზე.

სტუდენტებმა მოინახულეს და შეისწავლეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (XII–XIII სს.) და მანგლისის სიონი (V–XI სს.). ტაძრების ისტორიის, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის შესახებ ლექცია წაიკითხეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა რუსუდან ვაშალომიძემ და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ქალბატონმა მარიამ დიდებულიძემ.

გასვლითი სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ გარემოში გაცნობოდნენ ისტორიულ ძეგლებს, გაეანალიზებინათ მათი არქიტექტურული და მხატვრული თავისებურებები. აღნიშნული ფორმატის სწავლება მნიშვნელოვანია მომავალი ხელოვნებათმცოდნეებისთვის, რადგან ამგვარი პრაქტიკული საქმიანობა თსასის საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და დიდ წვლილს შეაქვს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,  მიტროპოლიტმა იობმა ფრონეში ახალი სკიტი და ტაძარი აკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ