წყალტუბოს სკოლა-გიმნაზიაში ორი ახალი სასკოლო პროექტი განხორციელდება
2026–2027 სასწავლო წელს მოსწავლეები სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კულტურული მრავალფეროვნების თემებზე იმუშავებენ.
2026–2027 სასწავლო წელს წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ორი მნიშვნელოვანი სასკოლო პროექტი განხორციელდება.
პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოება — შეიცანი რისკი, ისწავლე მოქმედება, იყავი დაცული!“ მოსწავლეებში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ფასილიტატორი ქრისტინა ქუთათელაძე იქნება.
სკოლა ასევე განახორციელებს პროექტს „კულტურული მრავალფეროვნება“, რომლის ფასილიტატორია ფიქრია ცერცვაძე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები განსხვავებულობის პატივისცემის, მრავალფეროვან საზოგადოებაში თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას გაეცნობიან.
ორივე პროექტი მოსწავლეთა ცოდნისა და პასუხისმგებლობის განვითარებას, უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობის გააზრებასა და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის უნარების გაძლიერებას ემსახურება.
სკოლის მიზანია, პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ახალი ცოდნის მიღებასთან ერთად საკუთარი ინიციატივების განხორციელებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის შესაძლებლობაც მიეცეთ. მართლმადიდე
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა.