თბილისის სასულიერო აკადემიაში საჯარო ლექცია გაიმართა

2824
26 ნოემბერი 2025 08:10
16
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: ღია წყარო

ფილოლოგიის დოქტორმა ლია კარიჭაშვილმა პატრიარქთა რუსთველოლოგიურ ნაშრომებზე და „ვეფხისტყაოსნის“ ქრისტიანულ საფუძვლებზე ისაუბრა.

2025 წლის 25 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიამ ტრადიციული „საჯარო ლექციების“ ფარგლებში უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ფილოლოგიის დოქტორ ლია კარიჭაშვილს. მოხსენების თემა იყო: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“.

მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა აკადემიასა და სემინარიას თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებული მადლობა გამოხატა სასწავლებლის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ. ქალბატონმა ლიამ ვრცლად ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქების — ანტონ I-ის, კირიონ II-ის, კალისტრატე ცინცაძის, ეფრემ II-ისა და ილია II-ის — წერილებში, ნაშრომებსა და ქადაგებებში გამოთქმულ მოსაზრებებზე. როგორც მან აღნიშნა, ამ მასალების ანალიზი ცხადყოფს საქართველოს ეკლესიის ღრმა პატივისცემას შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემისადმი.

ლექციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საინტერესო ამონარიდები:

  • ანტონ I*რუსთაველს უწოდებს ბრძენს, ფილოსოფოსს, ღვთისმეტყველს და „საკვირველ პიიტიკოს-მესტიხეს“, თუმცა ნანობთ, რომ პოეტმა საერო, და არა საღვთისმეტყველო თხზულება შექმნა.
    * კირიონ IIდეტალურად განიხილავს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებსა და პოემის 1888 წლის გამოცემას.
    * კალისტრატე ცინცაძე სიღრმისეულად იკვლევს პოემის თეოლოგიურ შინაარსს და უარყოფს მოსაზრებას, თითქოს „ვეფხისტყაოსანი“ სამღვდელო წრეებში დევნილი ყოფილიყო.
    * ეფრემ IIრუსთაველს ქრისტიან პოეტად მიიჩნევს და პოემას — ქრისტიანული კულტურის დიდ ძეგლად.
    * იგივე ხაზს ავითარებს ილია II, რომლის ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოემის ბიბლიურ საფუძვლებსა და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიას.
  • ლექცია ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი აღმოჩნდა. დასასრულს გამოითქვა სურვილი ქალბატონ ლია კარიჭაშვილთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა ბეთანიასა და მანგლისში ლექცია-სემინარი გაიარეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ