წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მიერ 2015 წელს შემუშავებული საგანმანათლებლო პროექტის — „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში, ეპარქიის საჯარო და კერძო სკოლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
23 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, რელიგიის კათედრის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებს მოწვეული სტუმარი, დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოსწავლეებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. სასულიერო პირმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და მათთან სულიერ-ზნეობრივ თემებზე ისაუბრა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის შეფასებით, მსგავსი შეხვედრები არაფორმალური განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია და მოსწავლეთა სულიერ-ზნეობრივ განვითარებას უწყობს ხელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
