„ნაზარის წერილები“ სასწავლო მასალად იქნა შეტანილი

2824
08:25
1
მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა. ფოტო: ღია წყარო მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა. ფოტო: ღია წყარო

გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმი „ნაზარის წერილები“ ოკუპაციის თემატიკის ფარგლებში მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალად იქნა შეტანილი.

წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის ინიციატივით შექმნილი გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმი „ნაზარის წერილები“ სასკოლო სახელმძღვანელოებში, ოკუპაციის თემატიკის ფარგლებში, სასწავლო მასალად შევიდა.

დოკუმენტური ფილმი წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის ინიციატივით ტელეკომპანია „იმედმა“ გადაიღო. ფილმის სასწავლო რესურსად გამოყენება მოსწავლეებს საქართველოს უახლესი ისტორიისა და ოკუპაციის საკითხების შესახებ დამატებითი მასალის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ფონდის წარმომადგენლები მადლობას უხდიან სახელმძღვანელოების ავტორებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც „ნაზარის წერილების“ სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრებას შეუწყო ხელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II_ის ბრძანება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ