საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.
25 სექტემბერს საქართველოში წელს პირველად აღინიშნება სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე.
საქართველოს საპატრიარქო ამ მნიშვნელოვან დღეს სრულიად საქართველოს ულოცავს და აღნიშნავს, რომ სამხედრო მოძღვრის მსახურება მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა. მისი მიზანია ქართველი მეომრის გვერდით დგომა, სულიერი სიმტკიცის გაძლიერება და სამშობლოს ერთგულ მსახურებაში მხარდაჭერა.
სიმბოლურია, რომ კაპელანის დღე ღირს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს აღინიშნება — სასულიერო პირისა, რომლის სახელი საქართველოს ისტორიაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივ მსახურებასა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება.
დღის დაწესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის საიუბილეო წელს. საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ქვეყნის სულიერი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
საქართველოს საპატრიარქო განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის ღვაწლს, რომელიც 2010 წლიდან უშუალოდ ხელმძღვანელობდა კაპელანთა მსახურების განვითარებასა და გაძლიერებას. მისი ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით სამხედრო მოძღვრის დღის დაწესება ამ მრავალწლიანი მსახურების დაფასებისა და მნიშვნელობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისთა კავშირი წერდა, საპატრიარქო და თავდაცვის სამინისტრო კაპელანთა გაძლიერებაზე ერთობლივ პროექტს ახორციელებს.
