ალავერდის მონასტერში თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა

2824
19:40
20
თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი. ფოტო არქივი: მჟკ თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი. ფოტო არქივი: მჟკ

შეხვედრის თემა წმინდა ნინოს ცხოვრება, მისი სულიერი ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებები იყო.

23 სექტემბერს, ალავერდის მონასტერში, თეოლოგმა აკაკი მინდიაშვილმა ლექცია წაიკითხა თემაზე — „მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი — წმინდა ნინოს ცხოვრების მიხედვით“.

შეხვედრა სასულიერო პირებისა და ქრისტიანული სწავლებითა და ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაიმართა.

ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს ცხოვრების, მოღვაწეობისა და საქართველოს განმანათლებლის მიერ გაწეული სულიერი ღვაწლის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო წმინდა ნინოს მაგალითს, როგორც ღვთისადმი სრული მინდობის, რწმენის სიმტკიცისა და კეთილი საქმის ერთგულების განსაკუთრებულ მაგალითს.

აკაკი მინდიაშვილმა ასევე ისაუბრა წმინდა ნინოს ცხოვრების იმ მნიშვნელოვან მოვლენებსა და გარემოებებზე, რომლებმაც მისი საქართველოში მოღვაწეობა და ქართველთა გაქრისტიანების ისტორია განაპირობა.

ლექციის მთავარი გზავნილი ეფუძნებოდა წმინდა წერილის სიტყვებს — „მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი“, რომლის მნიშვნელობაც წმინდა ნინოს ცხოვრების მაგალითზე განიხილეს.

შეხვედრა ალავერდის მონასტერში საგანმანათლებლო-სულიერი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, წმინდა ნინოს ღვაწლისა და ქრისტიანული ცხოვრების შესახებ საკითხებზე თეოლოგისგან მოესმინათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ