მიტროპოლიტმა გერასიმემ სადღესასწაულო ლიტურგია ცაიშის საკათედრო ტაძარში აღავლინა
საღმრთო ჟამისწირვას ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ბენეფიც დაესწრო.
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების — მარიამობის დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
საღმრთო ლიტურგიას ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ბენეფიც ესწრებოდა.
წირვის დასრულების შემდეგ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ, ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და მორწმუნეებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების — მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
მარიამობა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული სიხარულითა და საზეიმო ღვთისმსახურებებით აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ახლადჩარიცხულ სტუდენტებს.