სვეტიცხოვლობას მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაცია სავალდებულო იქნება

გუშინ 20:18
30
სვეტიცხოვლობას მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაცია სავალდებულო იქნება

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან — განაცხადები 13 ოქტომბერს, 17:00 საათამდე მიიღება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მედიის წარმომადგენლებისთვის მოქმედი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით არის განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები. მათთვის გამოიყოფა სპეციალური სივრცე და დამზადდება სახელობითი ბეიჯები. აღნიშნული რეგულაციები ფოტოგადაღებაზეც გავრცელდება.

აკრედიტაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: 595 80 90 05. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ოქტომბერი, 17:00 საათი.

ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხსნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ