მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა

დღეს 10:25
24
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

10 ოქტომბერს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შაბათი დღის მსახურებას მიტროპოლიტი დიმიტრი უძღვებოდა.

2026 წლის 10 ოქტომბერს ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შაბათი დღის ღვთისმსახურება აღასრულა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მღვდელმთავარს ღვთისმსახურებაში სამღვდელოების წარმომადგენლები თანამსახურებდნენ. მსახურება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საკათედრო ტაძარში აღესრულა, რომელიც ეპარქიის ლოცვითი და სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრია.

ამ თემაზე ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში 2021 წლის 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ამა წლის  6 ოქტომბერს , მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტირიმ  წმიდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე მოინახულა, 
ბინადრები დალოცა და მათ სულიერი ნუგეში მიანიჭა.

მადლობა გადაუხადა სავანის ხელმძღვანელობასა და პერსონალს ამ დიდებული საქმისა და უშურველი ზრუნვისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მშენებარე ცენტრი „ბეთლემი“ მოინახულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ