„ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელების გადამზადება დასრულდა

გუშინ 20:42
36
„ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელების გადამზადება დასრულდა

ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის მონაწილეობით განხორციელებული გადამზადება სკოლებში მოქმედი კლუბების მხარდაჭერასა და ღირებულებითი განათლების მიმართულების განვითარებას ემსახურება.

2026 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის ხელმძღვანელების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა.

გადამზადება ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის მონაწილეობით გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ღირებულებითი განათლების საკითხებზე, ასევე პრაქტიკული და მეთოდოლოგიური უნარების განვითარებას. გადამზადება ითვალისწინებს იმ მიდგომების გაცნობასაც, რომლებიც მონაწილეებს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და კლუბების ხელმძღვანელებთან მუშაობაში დაეხმარება.

 გადამზადებული პირები ხელს შეუწყობენ სკოლებში მოქმედი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერასა და ღირებულებითი განათლების მიმართულების შემდგომ განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ,,ღირებულებითი განათლება" უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, შიო III_ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. 

პროექტი საქართველ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრსდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ეტაპზე ,,ღირებულებითი განათლების" კლუბები 430 საჯარო სკოლაშია შექმნილი. 

ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: ბოლნისის ეპარქიაში ფეხით მსვლელობა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ