ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა

დღეს 10:40
36
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ქრისტიანული ხელოვნების საგანძურის გამოფენა. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ქრისტიანული ხელოვნების საგანძურის გამოფენა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.

2026 წლის 11 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს ეწვია, სადაც დროებითი გამოფენის — „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ — ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

გამოფენა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა და მიზნად ისახავდა მუზეუმის ფონდებში დაცული საეკლესიო სიძველეებისა და ეროვნული მემკვიდრეობის ნიმუშების ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩენას.

ამ თემაზე „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს
11 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღმრთო ლიტურგია და სამშვიდობო პარაკლისი აღასრულა.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო X–XVIII საუკუნეებით დათარიღებული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ქართული ხელნაწერი წიგნები, ოქრომჭედლობის ნიმუშები, ჭედური და ფერწერული ხატები, აგრეთვე საეკლესიო ნაქარგობა. გამოფენამ დამთვალიერებელს ქართული საეკლესიო ხელოვნების მრავალფეროვნებისა და სხვადასხვა ეპოქის შემოქმედებითი ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოცემული კატალოგის — „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ — პრეზენტაციაც.

ღონისძიებას საეკლესიო საგალობლებით აფორმებდა ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებული ტრადიციული გალობის გუნდი „სიხარული“, შიო მუშკუდიანის ხელმძღვანელობით.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ