კვიპროსში პანაღია სუმელას ახლად აგებული ტაძარი აკურთხეს
ლარნაკას რაიონში მდებარე ტაძრის კურთხევას საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარინე ნარჩემაშვილი და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა ზაქარია დაესწრნენ.
კვიპროსში, ლარნაკას რაიონის სოფელ ალეთრიკოში, პანაღია სუმელას ახლად აგებული ტაძრის კურთხევა გაიმართა. ტაძრის კურთხევის მსახურება და საღმრთო ლიტურგია ტრიმითუნტის მიტროპოლიტმა ბარნაბამ და ვერიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა აღავლინეს.
საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარინე ნარჩემაშვილი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მამა ზაქარიასთან ერთად დაესწრო. მსახურებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მორწმუნეები, ხოლო დამსწრეთა შორის იყვნენ ქალაქ ლარნაკას მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ტაძარი კვიპროსში მცხოვრები, საქართველოდან წარმოშობით პონტოელი ბერძენის, ავრაამ ანასტასიადისის ძალისხმევით აიგო.
ახლად აგებულ ტაძარს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ფრესკა ამშვენებს, რომელიც ქართველი და ბერძენი ხალხების, ასევე ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ტიქიკოსი პაფოსის ეპარქიის შენობიდან გამოასახლეს.
