თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა

დღეს 14:22
4
თბილისის სასულიერო აკადემიაში საჯარო ლექცია ჩატარდა. ფოტო: აკადემიის გვერდი თბილისის სასულიერო აკადემიაში საჯარო ლექცია ჩატარდა. ფოტო: აკადემიის გვერდი

შეხვედრა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ კრიზისებსა და დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.

12 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულმა, ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ.

მომხსენებელმა განიხილა ერიკ ერიკსონის ფსიქოლოგიური განვითარების სტადიები, რომლებსაც ადამიანი დაბადებიდან ხანდაზმულობამდე გადის. ყურადღება გამახვილდა ასაკობრივ კრიზისებსა და მათი წარმატებით გადაჭრის მნიშვნელობაზე პიროვნების ჯანსაღი განვითარების პროცესში.

ამ თემაზე თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მისაღები გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა
3–10 სექტემბერს აბიტურიენტები საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდებს სხვადასხვა მიმართულებით ჩააბარებენ.

ლექციის ფარგლებში ფსიქოლოგმა ისაუბრა დევიაციური ქცევის არსზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ადამიანს ამგვარი ქცევისკენ მიდრეკილებას უყალიბებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს დამნაშავის დასჯის მიზნები, საფუძვლები და საზოგადოებაში მისი რეინტეგრაციის საკითხები.

ლექციის დასასრულს თამარ მირცხულავამ მსმენელები ინტერაქციურ ტესტურ კვლევაში ჩართო. აქტივობა სტუდენტებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა და მათ შეხვედრაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ