მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს.
2026 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყანას მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის იყვნენ საბერძნეთის ეკლესიის დიდიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი და ალექსანდრიის საპატრიარქოს მარიოტიის ეპისკოპოსი დამასკინოსი.
სტუმრებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან (ხაჩიძე) ერთად მოილოცეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობისა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრები.
სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებმა პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას და მის საფლავთან სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს.
