ზუგდიდისა და ცაიშის განათლებისა და კულტურის ცენტრი მეუფე გერასიმეს მხარდაჭერას უცხადებს

2824
05 აგვისტო 14:42
103
მეუფე გერასიმე ბატონ გიორგი ფიფიასთან ერთად. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი მეუფე გერასიმე ბატონ გიორგი ფიფიასთან ერთად. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

ცენტრი საზოგადოებას სიმშვიდის, ეკლესიის სწავლების პატივისცემისა და ცილისწამებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს.

განცხადებაში ცენტრი აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა ქრისტიანული სიყვარულითა და თანაგრძნობით უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულის მოსახსენებლად, ხოლო ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ღვთის ნუგეშსა და სიმტკიცეს ითხოვს.

ამასთან, განცხადების ავტორები ღრმა გულისტკივილს გამოთქვამენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს მიმართ გავრცელებული, მათი შეფასებით, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისმწამებლური კამპანიის გამო.

ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის გადაწყვეტილებებს წმინდა სახარების, წმინდა მამათა სწავლებისა და საეკლესიო კანონების საფუძველზე იღებს და საზოგადოებას ეკლესიის სწავლების პატივისცემის, პასუხისმგებლობისა და სიმშვიდის დაცვისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე არის „ღირსეული მწყემსმთავარი“, რომლის მრავალწლიანი მსახურება, ქრისტესმიერი სიყვარული, თავმდაბლობა და ეკლესიისადმი ერთგულება მრავალი ადამიანისთვის სულიერი ძალისა და ნუგეშის წყაროა.

დასასრულს, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნაჩქარევი განსჯისგან, სიძულვილის ენისა და ეკლესიის შეურაცხყოფისგან, ილოცოს გარდაცვლილის სულისა და მისი ოჯახისათვის და ემსახუროს ჭეშმარიტებას, სამართლიანობასა და ქრისტიანულ სიყვარულს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი მიქაელ ბრეგვაძე: „მეუფე გერასიმეს წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სიცრუეა.“

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ