დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეულ ტაძრებში ელექტრონული შესაწირი აპარატების განთავსებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტება გააკეთა.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელექტრონული შესაწირი აპარატების განთავსება ტაძრების სურვილისა და საჭიროების შესაბამისად მოხდება. მისი თქმით, თუ კონკრეტულ ტაძარს მსგავსი მომსახურების საჭიროება ექნება და შესაბამის მოთხოვნას გამოთქვამს, აპარატს ბანკი დაუდგამს.
„ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად. რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს“, — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
აღნიშნული განმარტება მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტოს, რომელზეც ერთ-ერთ ტაძარში განთავსებული ელექტრონული შესაწირი ტერმინალი ჩანდა.
ელექტრონული აპარატის საშუალებით ტაძრისთვის შესაწირის გაღება უნაღდო ანგარიშსწორებით არის შესაძლებელი. შესაბამისად, მისი განთავსება დამატებითი შესაძლებლობა იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაწირის გაღებას ელექტრონული ფორმით ისურვებენ.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა.
