ბაღდათის საკათედრო ტაძრიდან საზეიმო ლიტანიობა გაიმართება

27 აგვისტო 15:15
192
ბაღდათის საკათედრო ტაძარი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბაღდათის საკათედრო ტაძარი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

27 აგვისტოს, ღამის 22:00 საათზე, ბაღდათის საკათედრო ტაძრიდან საზეიმო ფეხით მსვლელობა დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც ღამისთევით სადღესასწაულო მსახურება აღესრულება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების — მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2026 წლის 27 აგვისტოს, ღამის 22:00 საათზე, ბაღდათის საკათედრო ტაძრიდან საზეიმო ლიტანიობა, ფეხით მსვლელობა დაიწყება.

საზეიმო მსვლელობის დასრულების შემდეგ ბაღდათის საკათედრო ტაძარში ღამისთევით სადღესასწაულო მსახურება აღესრულება, რომელიც მოიცავს მწუხრს, ცისკარსა და საღმრთო ლიტურგიას.

მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, ლოცვითა და სულიერი ერთობით შეხვდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარიამობას პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს საღვთო ჟამისწირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ