მიტროპოლიტი ანტონი: „ჩვენი მიზანია ახალგაზრდობა აღვზარდოთ რწმენასა და სიყვარულში“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონს ესტუმრა – საუბარი შეეხო ღირებულებით განათლებას, ახალგაზრდობის სულიერ ცხოვრებასა და ეკლესიური მედიის როლს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, ყოვლადუსამღვდელოეს ანტონს (ბულუხია) ესტუმრა. მეუფესთან საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას შეეხო — მათ შორის, ღირებულებითი განათლების პროგრამას, ახალგაზრდების სულიერ ცხოვრებას და ეკლესიური ჟურნალისტიკის მნიშვნელობას.
მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ „ღირებულებითი განათლების“ პროექტი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდების სულიერ და ზნეობრივ განვითარებაში.
საუბარი შეეხო ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და პარტიული ინიციატივების თემას, რომლის ფარგლებში ბევრმა ახალგაზრდამ ხელი მოაწერა დოკუმენტს სამსახურის თავიდან აცილების მიზნით. მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება არის მიზეზი ადამიანის ხელმეორედ ნათლობისთვის.
ინტერვიუს დასასრულს მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს მათი ერთგული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკლესიის მისიის გავრცელებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზმა დავით ჯიშკარიანმა ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხა.