საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო

2824
25 მარტი 15:18
30
მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის დელეგაცია მიიღო. ფოტო: საზუ მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის დელეგაცია მიიღო. ფოტო: საზუ

დელეგატებმა სამძიმარი გამოუცხადეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
ამა წლის 23 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო, რომელშიც შედიოდნენ ტიმიშოარას მთავარეპისკოპოსი და ბანატის მიტროპოლიტი იოანე, წმინდა სინოდის მდივანი, პლოეშის ქორეპისკოპოსი ვარლაამი და მთავარდიაკონი ნიკოლაე.


შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.
დელეგატებმა სამძიმარი გამოუცხადეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისთვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის საოცრად დიდ სიმრავლეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო.
კიდევ ერთხელ აღინიშნა წმინდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს.
შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ზეთის კურთხევის მსახურება გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ