საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ზეთის კურთხევის მსახურება გაიმართება
29 მარტს, კვირას, 17:00 საათზე მორწმუნეები შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოში მიიღებენ მონაწილეობას.
საფრანგეთში მდებარე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში 2026 წლის 29 მარტს, კვირას, 17:00 საათზე ზეთის კურთხევის (შვიდგზის ზეთისცხება) მსახურება ჩატარდება.
მსახურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო წესია, რომელიც მორწმუნეთა სულიერ და ფიზიკურ განკურნებას ემსახურება. ზეთისცხების საიდუმლო გულისხმობს წმინდა ზეთის კურთხევას და მისით მორწმუნეთა ცხებას, რაც ეკლესიის სწავლებით, ცოდვათა მიტევებასა და სნეულებათა შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული.
ტაძარი მრევლსა და ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ მსახურებაში და ერთად ილოცონ სულიერი განმტკიცებისა და კურნებისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.