მამა თეიმურაზ ცქიფურიშვილი „არაბიზაციის“ წინააღმდეგ ხალხს აქტიურობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
სასულიერო პირი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ახალგაზრდებმა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა „აქტიურობა არ უნდა შეწყვიტონ“.
მამა თეიმურაზ ცქიფურიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ახალგაზრდებსა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს მოუწოდებს, გააგრძელონ აქტიურობა იმ პროცესების წინააღმდეგ, რასაც იგი „არაბიზაციას“ უწოდებს.
ვიდეომიმართვაში სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ვითარება ამ ეტაპზე „კონტროლის ქვეშ“ არის, თუმცა ამას დროებით მდგომარეობად მიიჩნევს. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს უკმაყოფილება, თუმცა ეს საჯაროდ ყოველთვის არ ჩანს.
„საქართველოში დღეს სიჩუმეა, სისტემა მდგომარეობას კონტროლის ქვეშ ჰყავს, მაგრამ ჯერ-ჯერობით. ყველა ადამიანი, ვინც აქტიურობს ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის, გთხოვთ გააგრძელეთ აქტიურობა... ხშირად გვგონია, რომ ხალხი ჩუმად არის და ხმას არ იღებენ — არც სასულიერო პირები, არც საერო პირები, ინტელიგენცია, მდიდრები თუ ღარიბები. სინამდვილეში ხალხი პრესის ქვეშ არის“, — აცხადებს მამა თეიმურაზი.
მისი თქმით, აუცილებელია „მოთმინება და სიმშვიდე, თუმცა სიმტკიცით სავსე სიმშვიდე“. ამავე დროს, იგი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან არსებული სისტემა შეიცვლება და „კანონის წინაშე პასუხს აგებენ“ ის პირები, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ.
მიმართვის ბოლოს მამა თეიმურაზ ცქიფურიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, გააზიარონ ვიდეო, გამოაქვეყნონ პოსტები და კომენტარებით გამოხატონ პოზიცია, რადგან „არაბიზაცია“ მათთვის მიუღებელია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს მომხმარებელთა მხრიდან უკვე მოჰყვა არაერთი გამოხმაურება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებების კომენტარი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელს მოიხსენიებს.