საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მემკვიდრეებისათვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“.
დავით აღმაშენებელი. ავტორი : გოჩა ძაგანაშვილი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელს მოიხსენიებს.