AI ვიდეოკურსი ახალგაზრდებისთვის — „დავითიანნის TECH LAB“ აცხადებს მიღებას
2-თვიანი უფასო პროგრამა 15–29 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც AI-ის დახმარებით თანამედროვე ვიდეო და ციფრული კონტენტის შექმნას ისწავლიან.
„დავითიანნის TECH LAB“ იწყებს ახალი, 2-თვიანი უფასო სასწავლო კურსის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გადამზადებას ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ვიდეო და ვიზუალური კონტენტის შექმნის მიმართულებით.
კურსის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან თანამედროვე AI ინსტრუმენტებს ფოტო და ვიდეო კონტენტის შესაქმნელად, იმუშავებენ პრაქტიკულ პროექტებზე როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად, შეისწავლიან სოციალური მედიისთვის „ვირუსული“ კონტენტის შექმნის სპეციფიკას და გაეცნობიან ციფრული ხელოვნების უახლეს ტენდენციებს.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ „დავითიანნის“ ოფიციალურ სერტიფიკატს, პირად პორტფოლიოს საკუთარი ნამუშევრებით და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ შეიძინონ მომავლისთვის საჭირო ციფრული უნარები.
რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 17 დეკემბრამდე.
მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ ბმულზე:
[https://docs.google.com/…/1FAIpQLSerLZ2dc44KbAZTu…/viewform…](https://docs.google.com/…/1FAIpQLSerLZ2dc44KbAZTu…/viewform…)