,,დავითიანნი" საკლუბო საქმიანობის ფარგლებში ეწვია თბილისის N72 საჯარო სკოლას
ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ,,დავითიანნი" საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
,,დავითიანნი" საკლუბო საქმიანობის ფარგლებში ეწვივნენ თბილისის N72 საჯარო სკოლას, სადაც 2025–2026 წლის გამოშვების ლიდერთა კლუბის წევრებმა თანასკოლელებს პრეზენტაციის სახით გააცნეს კლუბის საქმიანობა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, დაგეგმილ პროექტებსა და კლუბში ჩართულობის შესაძლებლობებზე.
ლიდერთა კლუბის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლის მხარდაჭერისა და საერთო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც, მათი თქმით, მომავალში მრავალ სასარგებლო შედეგს მოიტანს.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, დავითიანნის წარმომადგენლები და ძველი თაობის დავითიანნელები ესწრებოდნენ.
,,დავითიანნი" აქტიურად განაგრძობენ ახალგაზრდების განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებასა და მხარდაჭერის გაწევას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ სწავლების ახალ მეთოდზე გადადის.