კიევის გეები ლგბტ აქციას მეუ-ს საკათედრო ტაძართან გამართავენ
ჰომოსექსუალებმა განაცხადეს, რომ აქციას თანამოაზრეებისა და მოკავშირეების თბილ წრეში გამართავენ.
უკრაინელი ჰომოსექსუალების KyivPride ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 7 ივნისს, სულთმოფენობას, ისინი შეიკრიბებიან კიევში, მიხაილოვსკას მოედანზე, მეუ-ს წმ. მიქაელის საკათედრო ტაძრის კედლებთან.
ორგანიზატორების თქმით, მათ ეს ადგილი აირჩიეს, რადგან ეს არის „საჯარო სივრცე, რომელიც უკრაინის ყველა მოქალაქეს ეკუთვნის“ და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის სიახლოვის გამო, „ძირითადი სამთავრობო ორგანო, რომელიც მხარს უჭერს ლგბტ უფლებებს“.
„ჩვენ შევიკრიბებით თანამოაზრეებისა და მოკავშირეების თბილ წრეში“, - განაცხადეს უმცირესობების წარმომადგენლებმა. მათ დასძინეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სავარაუდოდ, ასობით ჰომოსექსუალი მსახურობს და ეს ლგბტ აქცია, სხვა საკითხებთან ერთად, მათ დაცვასაც ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ მეუ-ს ხელმძღვანელად არჩევის შემდეგ, ეპიფანე დუმენკომ განაცხადა: „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინულ საზოგადოებას ლგბტ ადამიანების მიმართ უფრო პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს და რომ ეს „გრძელი გზაა“.