ჩვენი წითელი ხაზები ტერიტორიები კი არა, ენა და ეკლესიაა, აცხადებს დიპლომატი
უკრაინელმა დიპლომატმა გამოთქვა რწმენა, რომ ტერიტორიის შენარჩუნება მთავარი არ არის.
უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ (2014 – 2019) ლანა ზერკალმა ,,რადიო თავისუფლებასთან'' ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში უკრაინისთვის „წითელი ხაზები“ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში.
„მე არ მგონია, რომ გვაქვს პრობლემა, სადაც ტერიტორია ჩვენი წითელი ხაზია“, - დარწმუნებულია ზერკალი. მისი თქმით, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას არა ტერიტორიები, არამედ რწმენითა და ენით უზრუნველყოფს.
„სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება შეუძლებელია, თუ რუსულ ეკლესიას (ცხადია, ის უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას გულისხმობს - რედ.) და რუსულ ენას თავს მოგვახვევენ. ჩვენ კი არმია გვჭირდება. ეს ჩვენი სამი მთავარი ფაქტორი და წითელი ხაზია!“ - განაცხადა დიპლომატმა.
ზერკალმა ასევე აღნიშნა, რომ რწმენისა და ენის საკითხი ცენტრალური იყო 2022 წლის სტამბოლის შეთანხმებებში, რომლებსაც მან „ქაღალდის ნაგლეჯი“ უწოდა.
ადრე, მჟკ-მა დაწერა, რომ პოტურაევის აზრით, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან უკრაინის ეკლესიის აკრძალვის კანონს, საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას.