ფსიქიატრმა ირაკლი გვეტაძემ დავითიანნში ლექცია ჩაატარა
საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა თემაზე ,,ტვინი, როგორც სულისა და სხეულის ხიდი".
2025 წლის 4 დეკემბერს, 19:00 საათზე, დავითიანნში ცნობილი ფსიქიატრი ირაკლი გვეტაძე მსმენელს შეხვდა და ჩაატარა საგანმანათლებლო ლექცია ადამიანის ტვინის როლზე სულისა და სხეულის ურთიერთკავშირში.
ლექციის ფარგლებში ირაკლი გვეტაძემ მსმენელებს გააცნო თანამედროვე ფსიქიატრიის მიღწევები, რომლებიც აშკარად აჩვენებენ, როგორ ასრულებს ტვინი როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ემოციურ ფუნქციებს, და როგორ ქმნის „ხიდს“ სულსა და სხეულს შორის. მან ხაზი გაუსვა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას, ნეირომეცნიერების უახლეს აღმოჩენებს ემოციური რეგულაციის, მეხსიერებისა და თვითშეგნების პროცესებში.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ლექციის განხილვაში, დასვეს შეკითხვები ტვინის ფუნქციების, ემოციების მართვისა და მედიტაციის გავლენის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს.