კრწანისის ტყე-პარკში, მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ადგილზე, პარაკლისი აღევლინა

2824
08 სექტემბერი 17:44
41
პარაკლისი კრწანისის ტყე-პარკში. ფოტო: ღია წყარო პარაკლისი კრწანისის ტყე-პარკში. ფოტო: ღია წყარო

სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ილოცეს ადგილზე, სადაც ტაძრის აღდგენა იგეგმება.

კრწანისის ტყე-პარკში, მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ისტორიულ ადგილზე, სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. ლოცვას მრევლი დაესწრო.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მრევლის ძალისხმევით გაიწმინდა. ადგილზე, სადაც ტაძრის აღდგენა იგეგმება, პარაკლისის აღვლენით სასულიერო პირებმა და მრევლმა ამ ადგილის სულიერ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ტერიტორიის მოწესრიგება და სამომავლოდ ტაძრის აღდგენა იმ პროცესის ნაწილია, რომლის მიზანიც ისტორიული და საეკლესიო მემკვიდრეობის შენარჩუნებაა.

კრწანისის ტყე-პარკში, მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ადგილზე, პარაკლისი აღევლინა - სურათი 1

კრწანისის ტყე-პარკის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2025 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმების ფონზე. ამ დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „Eagle Hills“-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ერთობლივი საწარმო — სახელმწიფოს 33%-იანი, ხოლო არაბული მხარის 67%-იანი მონაწილეობით.

შეთანხმების ფარგლებში სახელმწიფომ ერთობლივი საწარმოს კაპიტალში შეიტანა 590 ჰექტარი კრწანისის ტყე-პარკი და 260 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გონიოს სანაპიროზე. პროექტი ამ ტერიტორიებზე ორი ახალი ქალაქის განვითარებას და 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

თუმცა, შეთანხმებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა და კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიის განვითარების, მისი ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობისა და ტერიტორიის სამომავლო ბედი-სთან დაკავშირებით.

ამ ფონზე, კრწანისის ტყე-პარკში, მოსე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ადგილზე აღვლენილი პარაკლისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს — სასულიერო პირებმა და მრევლმა ილოცეს იმ ადგილისთვის, რომლის ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის შენარჩუნებასაც ისინი მომავალშიც გეგმავენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ