თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მისაღები გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა
3–10 სექტემბერს აბიტურიენტები საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდებს სხვადასხვა მიმართულებით ჩააბარებენ.
თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026–2027 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა.
მისაღები გამოცდები 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. გამოცდები ჩატარდება როგორც ზეპირი, ისე წერითი ფორმატით და მოიცავს ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებს, საქართველოს ისტორიას, წმინდა წერილს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენას, ხოლო შესაბამისი პროგრამებისთვის – ხატვის გამოცდასაც.
გამოცდები გაიმართება შემდეგ პროგრამებზე:
* თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა;
* თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
* ქრისტიანული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
* ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა;
* საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამა.
მისაღები გამოცდები ჩატარდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისამართზე: თბილისი, სიონის ქ. №13/40.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე [www.tsas.ge](http://www.tsas.ge), ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე 599 435 238.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს.